გარემოს დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის სამსახურსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ევროკავშირის პროექტის – „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში მოეწერა. პროექტი მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სხვა ქვეყნებშიც და გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების განვითარებას ემსახურება.
მისი მიზანია ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.