გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო.
თბილისის მერის კახა კალაძის დავალების შესაბამისად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავებაა დაგეგმილი.
რუსთაველის გამზირის გარდა, სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება.
სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად , შპს „ეკო სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.