ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა. ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე კი, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მოქალაქეებმა გაზის მძაფრი სუნი იგრძნეს, რის გამოც საკითხის შესწავლა მოითხოვეს.