ვაქცინაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება მზად, ამის შემდეგ ადვოკატები კომპანია „ასტრაზენეკას“ დოკუმენტებს გაუგზავნიან.
როგორც ცნობილია, „ასტრაზენეკამ“ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჩართვის თანხმობა განაცხადა, კომპანია გამოძიებაში ერთვება იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ვაქცინაციას. ექსპერტიზის დასკვნის გარდა, კომპანიას გადაეგზავნება ექთნის სამედიცინო ისტორია და სხვა საგამოძიებო მასალები.
მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციიდან ნახევარი საათის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.