განსხვავებული პოზიციები საარჩევნო მოდელზე 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებლად ემზადებიან. საარჩევნო საკითხებსა და ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ პარტიის ცენტრალურ ოფისში იმსჯელეს.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელს მმართველი გუნდი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, რასაც სიცრუეს უწოდებს ოპოზიცია და, მაგალითად, „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, სანამ უმრავლესობა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე არ იმსჯელებს.

სახეშეცვლილი კონსტიტუციური პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა მმართველი გუნდის მხარდაჭერას, სავარაუდოდ, ვერც მათი მცდელობა მიიღებს.

უმრავლესობისა და ოპოზიციის გეგმები და პოზიციები, თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.