უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო საქართველოს მიმართ ზომების მიღებას ითხოვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტი.
დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. ასამბლეის წევრებმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და სამი მოსმენით დამტკიცებული კანონი მწვავედ გააკრიტიკეს. ცალკეულმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისკენ და ხელისუფლებასთან შეხვედრისკენაც მოუწოდეს. მოწოდებაა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული იყოს და კანონი უკან გაიწვიონ. კომიტეტის წევრებს დისტანციურად მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არგუმენტები, რომლითაც შალვა პაპუაშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მიღება დაასაბუთა, ევროპელი პარტნიორებისთვის მიუღებელია.