მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტთან ამ დრომდე არ უშვებენ პირად ექიმს. გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოთხოვნები უცვლელია და საჭიროა ბრალდებულისა და ადვოკატის შეხვედრები იყოს ფარული. ამ წუთებში კი სააკაშვილს ლევან ხაბეიშვილი ხვდება.