მიხეილ სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის, სადაც, მისი თქმით, უნდა იყვნენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ. პატიმარ სააკაშვილის განცხადებით, მათ სხვადასხვა შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ. სააკაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ მიაწოდა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე იმ ეკონომიკურ გეგმაზეც ისაუბრეს, რომელზეც სააკაშვილი საპატიმროში მუშაობს. დილიდან კი ყოფილ პრეზიდენტს ინტერესების დამცველი შეხვდა. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის სურვილია, მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამ წუთებში რუსთავის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ელოდებიან.