პარლამენტში მიმდინარე პროცესი სხდომათა დარბაზის გარეთ კიდევ ერთხელ შეაფასეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, სხდომაზე შევლენ იმისთვის, რომ წარუმატებელი მთავრობა ამხილონ. თუმცა, ჯერჯერობით პარტიის წარმომადგენლები დარბაზში არ არიან.
მატყუარა უწოდა პრემიერობის კანდიდატს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. კომენტარი გაკეთდა უმრავლესობის მხრიდანაც. გია ვოლსკი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული დაპირისპირება აქვს.