პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების კანონზე მორგებას ცდილობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი მორიგი დავის მიზეზი ხდება.
პროექტს, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე არაერთ სამართლებრივ რეგულაციას და შეზღუდვას აწესებს, ოპოზიცია და სასულიერო პირები აკრიტიკებენ. მეტიც, სამღვდელოება კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერის დამატებასაც ითხოვს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხმაურიანი განხილვის შემდეგ პროექტი პლენარულ სხდომაზე გაიტანეს.