განცხადებები მთავრობის სხდომაზე

კიდევ ერთი მკაცრი საკარანტინო ზონა იხსნება. თეთრიწყაროში შესვლა-გამოსვლა დღეიდან უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა.

გიორგი გახარიამ ქვეყნაში არსებულ  ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოქალაქეების დახმარება.