განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქი  ბოლნისი  და რაჭისუბანი ცალკე საკარანტინო ზონად გამოიყოფა. სოზარ სუბარის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილება ამ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. პარალელურად იწყება ფართო სკრინინგი, რათა ყველა კერა ბოლომდე იყოს აღმოფხვრილი.

საერთო ჯამში, საუბარია ქვემო ბოლნისზე, სავანეთზე, ქალაქ ბოლნისსა და რაჭისუბანზე, ასევე კაზრეთსა და ბალიჭებზე.