გზავნილები ამომრჩეველს მეორე ტურამდე.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მმართველი გუნდი ქვეყანაში დესტაბილიზაციას პროგნოზირებს. მინიშნებები დღეს სამოქალაქო ომის საშიშროებაზეც კი გაკეთდა. „ქართული ოცნების“ მსგავსად „პატრიოტთა ალიანსიც“ დარწმუნებულია, რომ ყოფილი მმართველი პარტიის ერთადერთი მიზანი სიტუაციის ესკალაცია და მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებაა.
მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს მოქმედი პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი და უკვე დღეს იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე. განსაკუთრებული აქცენტი გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებებზე კეთდება, სადაც მან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ექს-მაღალჩინოსნების შეწყალება დააანონსა.