მიხელ სააკაშვილი კვლავ მოუწოდებს მხარდამჭერებს რომ შეიკრიბონ 2 დეკემბერს სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად. მისი თქმით, პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი. ამის შესახებ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. ამ წუთებში კი, ყოფილ პრეზიდენტს კობა ნაყოფია ხვდება.