განცხადებები ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან - როგორია ოპოზიციის და მმართველი გუნდის შეფასებები
ბრიუსელში გაკეთებულმა განცხადებებმა პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო. მმართველი გუნდი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შეფასებებს ძლიერ და პოზიტიურ გზავნილებად მიიჩნევს. ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის კომენტარები „ქართული ოცნების“ ლიდერებს არწმუნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრობასთან ახლოს არის. აქცენტი კეთდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე და ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაზეც. ოპტიმიზმი ნაკლებად იკითხება ოპოზიციის შეფასებებში. პრემიერის რანგში ირაკლის კობახიძის პირველ შეხვედრებზე ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის ლიდერებისგან მკაცრ ტონს და მითითებებს არ ელოდებოდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებაზე მთავრობის მეთაურის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ცრუ დაპირებაა.