დედაქალაქის ბიუჯეტი 400 მილიონი ლარით გაიზარდა – განცხადება ამის შესახებ საკრებულოში გაკეთდა. როგორც თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, 2020 წლისთვის, ბიუჯეტი მილიარდ-ნახევარი გახდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ მიმართულებაში დაიხარჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.