„არ არსებობს საკითხი, რომელზე მოლაპარაკებაც არ შეიძლება, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით“ – ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივნისის ბოლოს ის აზერბაიჯანში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და შეთანხება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.