თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოიყენა.
მისივე თქმით, უსაფუძვლოა წუხილი, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდება და სახელმწიფოს ჯაშუშების გეგმებისგან დაცვის გარეშე, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და სუვერენიტეტსაც დაკარგავს.
ანა ბროლაძე ბრიფინგის დეტალებით.