„ოთხი პოლიტიკური ოპონენტი, როგორც გარედან მართული აგენტურა“ – ასე მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ეს ნაწილი ქვეყნის გარედან იმართება. მდინარაძემ გიორგი გახარიას პოლიტიკურ კარიერაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთგვარი ხარკის გადახდა იყო.