განცხადება „ქართულ ოცნებაში“

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება 27 ოქტომბერს. მმართველი პარტიის მომხრეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება 17:00 საათზე დაიწყება. მმართველი გუნდი ამომრჩევლებს მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.