პარტია „ქართული ოცნება“ „ლელოს“ აქტივისტს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა გიორგი კახიანმა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას პარტია „ლელოს“ აქტივისტის, რაშად მუსაევის მხრიდან.
გიორგი კახიანი მოუწოდებს საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ წევრებს და აქტივისტებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პროვოკაციებზე რეაქციისგან. რაც შეეხება თავად მუქარის ფაქტს, არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.