გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდებათ, „ქართულ ოცნებაში“ დახურულ შეხვედრაზე მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს მათ ოპონენტებს, პატივი სცენ მხარდამჭერების ნებას, რომელთა ორი მესამედი ფავორიტი პარტიების პარლამენტში შესვლის მომხრეა. კობახიძის განცხადებით, კიდევ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა, შანტაჟისა და ბულინგის გამო, ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას.
მოამბე