პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, გიორგი გახარიას გუნდი ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ გუნდს მიმართავს და საკითხზე გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყნის თავისუფლების მომავალი ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და დღეს შექმნილი ისტორიული შანსი საქართველომ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.