„ლელო“ რუსთავის მერიაში პანდემიის შემდეგ გაზრდილ შტატგარეშე თანამშრომლებზე და გაზრდილ ხარჯებზე საუბრობს. საბა ბუაძემ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატთან განაცხადა, რომ შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა 617 ადამიანით გაიზარდა, რაც საარჩევნოდ ხდება, ეს კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 4 მლნ. ლარზე მეტით არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. რუსთავის მერის თქმით, „აიპებში“ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა, თუმცა, აღნიშნული მატება საბავშვო ბაღებში ჯგუფების დამატებამ გამოიწვია.