„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხალხის პრობლემებზე საუბარს გაურბის. მათი თქმით, ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და სხვადასხვა თემებით მანიპულირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ქართველი ხალხი დიქტატურის დამყარებას არ დაუშვებს. ერთიანობის წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართულ ოცნება“ მოსახლეობას ვეღარაფერს სთავაზობს და სწორედ ამიტომ გააქტიურეს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების ინიციატივა.
ოპოზიციის აკრძალვა და გასამართლება კი მათი შეფასებით დიქტატურაა.