„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გუშინ საქალაქო სასამართლოსთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანა. მისი თქმით, აქციაზე ადგილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალის გამოყენებას. ხაბეიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს, განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.