„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პარტიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მათი პარტიის წარმომადგენლების დაშინება გრძელდება, რომ მათ დატოვონ პარტიის საარჩევნო სია. გიორგი ბარამიძის განცხადებით, ამის მიზანი საარჩევნო სიების ჩამოშლა და დასახელებულ ორ ოლქში არჩევნებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსნა იყო, თუმცა, მისი ინფორმაციით, სიის შემცირების მიუხედავად, არსებული რეგულაციებით ის არჩევნებიდან მაინც არ მოიხსნება.