განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაინტერესდეს, თუ რატომ გაიზარდა მერიის სარეზერვო ფონდი. ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, კახა კალაძემ საკრებულოს აღნიშნული მოთხოვნით არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე მიმართა და სარეზერვო ფონდის გაზრდა 1 848 500 ლარით მოითხოვა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის გაზრდა, სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ მერიაში.