განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში

მთავრობის ადმინისტრაციაში, „მეცნიერთა კონგრესის“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის აპარატს მეცნიერთა კონგრესის წინადადებები გადასცეს. მათ პრემიერის სახელზე დოკუმენტი შეიტანეს, სადაც საუბარია ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. მეცნიერების განცხადებით, ისინი მზად არიან დოკუმენტზე სასაუბროდ გამართონ სამუშაო შეხვედრები. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიზიარონ მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები.