საქართველოს მთავრობას პანდემიის მეორე ტალღისთვის მოუმზადებლობაში ადანაშაულებენ პარტია „ლელოში“. პარტია მესალმება 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრების მუშაობის დაშვებას, თუმცა პრობლემას უწოდებს იმას, რომ აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება ძალიან ბევრ სექტორს, რომელსაც სახელმწიფო პასუხსაც არ აძლევს, როდის და რა პირობებში მისცემს მათ ფუნქციონირების უფლებას. „ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, მოუსმინოს შესაბამისი დარგების სპეციალისტებს.