განცხადება „ევროპულ საქართველოში“

ისნის რაიონში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი, ბესო დონაძე ისანში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოქმედ გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

კერძოდ, ბესო დონაძის თქმით, გამგეობის თანამშრომლები ჩართულები არიან წინასაარჩევნო აგიტაციაში. მისივე განცხადებით, ისნის რაიონში სკვერების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში არ არის მითითებული სარეაბილიტაციო ობიექტების ზუსტი დასახელება, რაც, დონაძის თქმით, კახა ლაბიჩუძეს საშუალებას აძლევს, სკვერები ნებისმიერ ადგილას მოაწყოს და მოსახლეობისთვის გაცემულ დაპირებებს მოარგოს. დონაძე მოითხოვს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.