ოჯახის წევრები 54 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
ლადო ლეკიაშვილი 15 აგვისტოს დღის 12 საათზე სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების ცნობით, სახლიდან გასვლისას მამაკაცს შავი მაისური, შავი ჯინსი და თეთრძირიანი მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია.
ლადო ლეკიაშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია და ის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია.
დაკარგული მამაკაცის ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში ოჯახს დაუკავშირდნენ.