საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის ვადა დღეს იწურება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ და სხდომაზე შესვლას ისეთი პირები ცდილობენ, ვისაც კანონით შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვთ. ცესკო-ში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ განხილვებში მონაწილეობა შეუძლიათ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელსა და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.