ცესკო ყველა მხარეს მოუწოდებს, ამომრჩეველთა ერთიანი სიების საკითხზე საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიზანმიმართულად არ გაავრცელონ. პრესსპიკერის განმარტებით, ამომრჩეველთა სიებზე ბოლო პერიოდში მცდარი ცნობები ვრცელდება. ნათია იოსელიანის თქმით, კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაცია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს მიერ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლად დარეგისტრირებას მოჰყვა. მისი განცხადებით, ბელარუსის ცესკო საქართველოში არჩევნებს 2010 წლიდან აკვირდება და წელს მის რეგისტრაციას კომისიის 17-ვე წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია ჯამში 14 ქვეყნის ცესკო-მ გაიარა.