ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ იმ ბრალდებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ჟღერდება. ცესკო-ში ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია იმართება და ეს სოციალურ ქსელებში დასპონსორებული გვერდების მეშვეობით ხდება.