დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს. ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედიაორგანიზაციებს. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით.