ანა დოლიძემ და კამპანიის, „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია და ბრიფინგი გამართეს.
კამპანიის წევრების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს სპეციალური ცხელი ხაზი ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე აუცილებელია სისტემაში შევიდეს ცვლილებები, რათა ამოქმედდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს სთხოვენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებებით, რათა სამომავლოდ ქვეყანაში ამ მიზეზით სუიციდის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.