საქართველოს განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სკოლებმა განახლებული სასწავლო პროცესი უნდა დაგეგმონ ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწელი. კერძოდ, არდადეგების პერიოდში სკოლებს ეძლევათ რეკომენდაცია კომუნიკაცია ჰქონდეთ მშობლებთან საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით. ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იყოს „მაიკროსოფთ ოფისის“ პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის.