განათლების სამინისტრო ტექნოლოგიების სფეროში უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ კომპანიასთან ითანამშრომლებს.
„ინფუთ აუთფუთ ეიჩ ქეისთან“ მემორანდუმი დღეს გაფორმდა. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო კომპანიის გამოცდილებას განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებით გამოიყენებს. მათ შორის, უნივერსიტეტებსა და პროექტებში, რომლებიც მხარს უჭერენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური ტექნოლოგიების ბიზნესს. ასევე, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესში თანამედროვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრაციაში.
„ინფუთ აუთფუთ ეიჩ ქეი“ არის გლობალური კვლევისა და განვითარების კომპანია, რომლის მისიაა, გამოიყენოს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინისგან წარმოშობილი ახალი ტექნოლოგიები, რათა გადაჭრას ძველი პრობლემები, როგორებიცაა ფინანსური ჩართულობა, არასტაბილური ან არაკეთილსინდისიერი ბაზარი.