განათლების სამინისტროს კონკურსი

განათლების სამინისტრომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის თანადაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა. საუბარია პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ ჩართულ ბენეფიციარებზე, რომლებსაც პროექტების განსახორციელებლად სჭირდებათ დამატებითი ფინანსები. ამ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებენ. ერთ-ერთი პროექტი სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობაა, რომელიც თანამშრომელთა გადამზადებასაც ითვალისწინებს.