სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის პირადი ასისტენტის აყვანის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ინიციატივა განათლების სამინისტროს ეკუთვნის. აქამდე ამ ხარჯის გაწევა თავად სკოლას უწევდა, რაც შესაბამისი კადრების მოძიების პრობლემას ქმნიდა.
განათლების მინისტრის ბრძანებით სიახლე პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. სერვისით სარგებლობის მიზნით, მშობლებმა განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. შერჩეულ სპეციალისტს კი ანაზღაურებას განათლების სამინისტრო გადაუხდის.