ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებს საჭირო რესურსით აღჭურვაში ეხმარებიან, ასევე რესურსცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა. 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან, დისტანციურ სწავლებაზე ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასია.
მოამბე