განათლების სამინისტროს განცხადება

მოსწავლეებისათვის ატესტატის გაცემის საკითხზე განათლების სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს.

დოკუმენტის მისაღებად მოსწავლეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, ხუთი ან მეტი ქულა სჭირდება. თუმცა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ან პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება, აბიტურიენტებს ატესტატის აღებამდეც შეეძლებათ. დოკუმენტს კი სკოლის დამთავრების შემდეგ წარადგენენ.

შეგახსენებთ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოხსნილია.