განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს. უწყება საჯარო სკოლების პირველი – მე-6 კლასებისთვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევას, ანუ გრიფირების პროცესს ახორციელებს. საქმეში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ფილოლოგები, ბავშვთა ფსიქოლოგები და კონსტიტუციონალისტებიც არიან ჩართულნი.
განათლების სამინისტრო ყველა დაინტერესებულ პირს მიმართავს და საზოგადოებას მოუწოდებს, გრიფირების პროცესში აქტიურად ჩაერთონ, რათა მომავალმა თაობამ საუკეთესო სახელმძღვანელოებით ისწავლონ.
საზოგადოების მოსაზრებები 5-დან 25-მარტამდე საჯაროდ განიხილება და პროცესი ელექტრონული პორტალის მეშვეობით განხორციელდება.