განათლების სამინისტრო ახალ რეფორმას აჯამებს.
ორი კვირის განმავლობაში სამინისტრო დეტალურად აცნობდა საზოგადოებას დაგეგმილ სიახლეებს. დღეს კი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრა პრემიერმა გახსნა. მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემაში განსახორციელებელი რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.