განათლების ინოვაციური პოლიტიკა აჭარის რეგიონისთვის – ამ სახელწოდების პროექტი ბათუმში პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარადგინა. მისი ავტორია საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი. პროექტი საუკეთესო აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის ყოველთვიური სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს.
ტყეშელაშვილის განცხადებით, პროექტის თანადაფინანსებაში ევროკავშირიც ჩაერთვება. საპილოტე პროექტი, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ჯერ აჭარაში, შემდეგ კი მთელ საქართველოში განხორციელდება.