წელიწადისა და ექვსი თვის შემდეგ, გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს – განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა გადაწყვეტილების შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ამბობს, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, ახალ მინისტრს კი შესაძლებლობას აძლევს, უწყების საქმიანობაში აქტიურად არჩევნებამდე ჩაერთოს.
ვინ იქნება განათლების ახალი მინისტრი, ჯერჯერობით უცნობია. გიორგი ამილახვარი უწყებას 2023 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მან დღეს მედიასთან შეაჯამა.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.