მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი დღეს განათლების მინისტრს მოუსმენს. მიხეილ ჩხენკელი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც, კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ ჩხენკელის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ და ქვეყანაში გაუარესებულ განათლების დონეზე საუბრობენ. მმართველი გუნდი კი ყურადღებას განათლების ბიუჯეტის ზრდაზე ამახვილებს.