უნგრეთსა და საქართველოს შორის პროფესიული და უმაღლესი განათლებისა და ინოვაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება. ამ საკითხზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც უნგრეთში, საქართველოს განათლების მინისტრისა და მასპინძელი ქვეყნის კულტურისა და ინოვაციის მინისტრებს შორის შედგა. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გააქტიურების შედეგი ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და გაცვლითი პროექტების განხორციელება უნდა იყოს.
ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერება.