განათლების მინისტრის შეხვედრა ახალგაზრდებთან

საქართველოს განათლების მინისტრმა რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა რუსთავის მერიის პროექტის – „თაობა რუსთაველი“ ფარგლებში გაიმართა და მას რუსთავის მერიც ესწრებოდა. გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა პროექტი გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„თაობა რუსთაველი“ რუსთავის მერიის ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ონლაინრეგისტრაციის საფუძველზე მოწვეულ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო პოლიტიკოსთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ.